რეზონანსი
(22.12.2022)

ტრაგედია თბილისში - 18 წლის ბიჭი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.

მათივე თქმით, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რა დროსაც მისი ბიძაშვილი დაიღუპა.

"კვიწო, მშვიდად განისვენე... სანდრო მუსიკაზე, განსაკუთრებით კი, ჰიპ-ჰოპზე უზომოდ შეყვარებული 18 წლის ახალგაზრდა იყო. ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა, რადგან დებატებს აზრი ჰქონდა და საუბარი ცალმხრივი არასდროს იყო. დიჯეი გროტასკთან, მუშ-უანთან (არტისტების ჩათვლით) და ჩემს ერთი-ორ მეგობართან ერთად, ის ერთადერთი იყო, ვისთანაც ჟანრზე ღრმა საუბრები მიყვარდა. მიყვარდა, რადგან ესმოდა და სწორ ფიდბექს მაძლევდა. ისმენდა, იცნობდა, სწავლობდა და თავადაც მასწავლიდა. ის ჩემი ნაცნობი ერთადერთი ახალგაზრდა იყო, რომელშიც შევნიშნე და სიხარულით ვუთხარი, რომ შეეძლო ოდესღაც ჩემზე უკეთესი ყოფილიყო.

აქ ხაზს მხოლოდ მის განსაკუთრებულობას ვუსვამ... სანდროს მსგავსი მსმენელი ჟანრისთვის დღეს არსებული არტისტების უმეტესობაზე მნიშვნელოვანია. ამას ახლა თუ ვერა, ოდესღაც აუცილებლად მიხვდებით... დაგვაკლდები, ძალიან დაგვაკლდები...

„მისი ბიძაშვილიც ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე წლის წინ. რა საშინელი ტრაგედიაა ოჯახისთვის უკვე მეორე ბიჭი ასე უდროოდ" - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე