რეზონანსი
(22.12.2022)

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 22 დეკემბერს გასამართ სასამართლო პროცესთან მიმართებაში. მისი ეს პოზიცია შემთხვევით არ არის დაფიქსირებული. მინდა, ასე მჯეროდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით.

მელია ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს საკუთარი როლი გაცნობიერებული აქვს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიციაც. მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 22 დეკემბერს გასამართ სასამართლო პროცესთან მიმართებაში. მისი ეს პოზიცია შემთხვევით არ არის დაფიქსირებული, მინდა, ასე მჯეროდეს. ვფიქრობ, მას საკუთარი როლი გაცნობიერებული აქვს ამ პროცესში. როდესაც მართლაც მსოფლიო თავისუფლებისთვის მებრძოლი მთავარი სიმბოლო, პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს იმაზე, რაზეც ის საუბრობდა, მიმართავს ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას", რომ მიხეილ სააკაშვილი ან უკრაინას გადასცენ სადაც მას უმკურნალებენ, ან აშშ-ს ან ევროპულ სხვადასხვა სახელმწიფოებს, ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე და შემდეგ, ქალბატონი ზურაბიშვილის სიტყვა და პოზიცია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს", - აცხადებს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე