რეზონანსი
(22.12.2022)

მოსამართლე არევაძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან მისი მხარდამჭერი, დარეჯან ცხვიტარია გააძევა, რასაც დარბაზში მცირე ხმაური მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვის დროს, უკრაინულად დაიწყო საუბარი, რა დროსაც მოსამართლემ მას მიმართა, რომ მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა ესაუბრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესიდან გათიშავდა.

სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა ცხვიტარიამ, რასაც საბოლოოდ მისი დარბაზიდან გაძევება მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე