რეზონანსი
(22.12.2022)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილი დღევანდელ სასამართლოზე პროცესზე დისტანციურად ჩართეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა უკვე დაიწყო.

ღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე მსჯელობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე