რეზონანსი
(22.12.2022)

მგლების შემოსევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - ზამთრის საძოვრებზე იორის ხეობაში  მტაცებლებმა 100 სულზე მეტი  ცხვარი დაგლიჯეს.  მეპატრონის თქმით, ცხვრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.  მისი ინფორმაციით,10-მდე მტაცებელი ცხვრის ფარას გუშინ ღამით დაესხა. სადგომზე მისულებს, 1000 სულიდან ადგილზე არცერთი არ დახვდათ.

შემთხვევა იორის მინდვრებზე, ე.წ. ჭაჭუნას ტერიტორიაზე  მოხდა.

მიმდინარე წელს,  ზამთრის საძოვრებზე ეს მგლების შემოსევის პირველი შემთხვევა არ არის.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე