რეზონანსი
(22.12.2022)

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველი შესახვევის N10-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა ჯგუფებმა წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანება შეაკეთეს. ინფორმაცის GWP ავრცელებს.

„გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილ დროში დასრულდა. რთული აღდგენითი სამუშაოების შემდეგ წყალმომარაგების ქსელი გაირეცხა. მოსახლეობას წყალი დილის 09:00 საათიდან მიეწოდება.

წყალმომარაგება აღდგენილია ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, საირმის გორაზე, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ფარსადანის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებზე.

მთაწმინდა - კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის ქუჩებს, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, შანიძეს, ზუბალაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძეს, ბესიკის,ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბელის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართზე; ოქროყანას დასახლებაში.

დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე