რეზონანსი
(21.12.2022)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის გრაფიკის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა", - წერს გამოცემა.

ზელენსკიმ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებული განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.

"დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. და ასევე, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოვლებლად. მოლაპარაკებების რამდენიმე სერიას გავმართავ, რათა უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას.

მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მთლიან მიწას, ყველა ჩვენს ხალხს", - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე