რეზონანსი
(21.12.2022)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი, როგორც სწვდება „პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების" დონეზე.

„ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე", - დაწერა მან „ტვიტერზე".

ინფორმაციისთვის, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა უერთდება ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჯანმრთელობის დასაცავად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის საშუალება მიეცეს.

"ვნერვიულობ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებიდან გამომდინარე სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გამო", - აღნიშნავს სანდუ „ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე