რეზონანსი
(21.12.2022)

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში, ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა. შესაბამისი კადრები პოლონურმა TVN-მა გაავრცელა.

TVN-ის ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონში ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე