რეზონანსი
(21.12.2022)

საერთოდ, ბატონი ურთმელიძე თავისი პროფესიით არც გამომძიებელია და არც ტოქსიკოლოგი, შესაბამისად არანაირი უფლებამოსილება ისაუბროს ინტოქსიკაციაზე, მოწამვლის ფაქტზე და ა.შ. მას არ გააჩნია - ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მალხაზ ურთმელიძეს პასუხობს. ჯიშკარიანის თქმით, სწორედ ურთმელიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ იქ, ორჯერ განხორციელდა ძალადობა:

"ბატონი ურთმელიძე გახლდათ გორის ჰოსპიტალის დირექტორი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში, იქ ადგილ ჰქონდა ორ ძალადობის ფაქტს და ასევე პაციენტის გაწერას არასამედიცინო მიზნებით. შესაბამისად, როგორც იცით, აღძრულია სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური მიერ საქმე არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მთლიანობაში, იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური და თვითონ ურთმელძე, აზიანებს საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია უკვე და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

საერთოდ ბატონი ურთმელიძე თავისი პროფესიით არც გამომძიებელია და არც ტოქსიკოლოგი, შესაბამისად არანაირი უფლებამოსილება ისაუბროს ინტოქსიკაციაზე, მოწამვლის ფაქტზე და ა.შ. მას არ გააჩნია" განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ სამთავრობო მედიის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის" დასკვნის ნაწილის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.

ურთმელიძე აცხადებს, რომ მიწოდებული დოკუმენტაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე