რეზონანსი
(21.12.2022)

არცერთი ხმა, სანამ სტალინის ძეგლი არ დაიდგმება - სტალინელების ულტიმატუმი ხელისუფლებას. დღეს, გორში შეკრებილებმა კულტურის მინისტრს მიმართეს და წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. მათი თქმით, მთავრობა ხმების სანაცვლოდ "ბელადის" ძეგლის აღმართვას უკვე მრავალი წელია პირდება:

"მე პირადად წულუკიანს მივმართავ სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, თორემ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება მაგ სამინისტროს, არჩევნები რომ მოდის და კარდაკარ დაიწყებენ სიარულს, ხალხთან მისასვლელი პირი უნდა ჰქონდესს, ჩვენ პატარა არმია არა ვართ" - ამბობს ზუმბურიძე ზურიკო.

სტალინელებმა გორში დღეს ტრადიციულად იზეიმეს საბჭოთა დიქტატორის დაბადების დღე და მუზეუმის ტერიტორიაზე ძაღლების შესვლის აკრძალვაც მოითხოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე