რეზონანსი
(21.12.2022)

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილეს.

საქმე ეხება 9 ნოემბერს, თბილისში მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც "ფორმულას" ჟურნალისტი პუშკინის ქუჩის მიმდებარედ რუსეთის მოქალაქის ე.კ-ს ჩაწერას ცდილობდა.

"ბრალდებული ე.კ ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.

20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე