რეზონანსი
(05.12.2022)

სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავა, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა პოლიტიკური მზაობა ჩვენ ამის გაგვაჩნია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა მათ დააფიქსირეს და პირველი მოსმენის ფორმატში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, თუმცა რადიკალური ოპოზიციამ აღნიშნულის შემდეგაც საპირისპიროდ იმოქმედა.

„ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა პოლიტიკური მზაობა ჩვენ ამის გაგვაჩნია. ამ ეტაპზე არანაირი ნიშანწყალი ამ კონსტრუქციულობის არ იკვეთება, რის გამოც ეს პროცესი ჯერჯერობით გაჩერებულია", - განაცხადა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე