რეზონანსი
(05.12.2022)

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ობიექტურად შეაფასებენ და ყველა მონაცემი ობიექტური იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ გუშინ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული იყო ექიმთა ჯგუფის, კონსილიუმის შესვლა. კიდევ ერთხელ შეფასდა ექიმთა ჯგუფის მიერ მისი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. 

პროგნოზს ვერ გავაკეთებ. დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის ტოქსიკოლოგის დასკვნა უნდა არსებობდეს, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს შესრულებული ანალიზები ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგის მიერ. თუ გვკითხავენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ მის სტატუსს ობიექტურად შევავსებთ. ყველა მონაცემი ობიექტური იქნება“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე