რეზონანსი
(05.12.2022)

დეპუტატმა ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები, რომლებიც დაინტერესებული არიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის პოლიტიზირებით.

„ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი მთავარი თემა ვერ გახდა. ამის გარშემო იქმნება ერთი სერიოზული დაჯგუფება, როგორც ფრონტზე ხდება სამხედრო ძალების მობილიზება, ზუსტად ასე, მთელი პროპაგანდისტული და პარტიული ლიდერშიპია ამაში ჩარეული, როგორმე ეს აამუშაონ საზღვარგარეთისთვის საყურადღებოდ. იქაც, დამერწმუნეთ, ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი არსებობს, რომელიც რეზოლუციებზე ისე აწერს ხელს, თუნდაც, ევროპარლამენტის რეზოლუცია ავიღოთ. რომ მისი ემოციური დამოკიდებულებაა მთავარი და ამ ემოციურ დამოკიდებულებას შემდეგ მართავენ საკმაოდ სოლიდური და საკმაოდ გონებაგახსნილი და ჩვენს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკოსები. გვარები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მასხრად ნუ ავიგდებთ. თუნდაც, კუბილიუსი, მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იუკნევიჩიანე. გვარების ჩამოთვლა შეგვიძლია, ყველამ ვიცით. ამის გარშემო ხდება მობილიზება. ვინაიდან სხვა თემამ არ გაამართლა. პრაგმატული გათვლა აქვთ. რაც უფრო ცუდად იქნება სააკაშვილი, ეს მეტ საშუალებას მისცემთ, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური“, - განაცხადა "იმედის" ეთერში ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე