რეზონანსი
(05.12.2022)

საქართველოსექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცალსახად მძიმეა.

„პაციენტის მდგომარეობა, ჩვენი აზრით, ცალსახად მძიმეა. მნიშვნელოვანი წონის კლება აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე დასაშვებია. თავიდან შემოსული იყო 116 კილოგრამით, ახლა არის 74,6, ავწონეთ ამწუთას ჩვენ. კლება სერიოზულია და შეიძლება ცალსახად მძიმედ შეფასდეს. ბოლო ვიზიტის შემდეგ ნევროლოგიური სტატუსიც მნიშვნელოვნად შეცვლილია. მე როცა ვაფასებდი მას, ერთ-ერთი შკალით 25 ქულაზე მეტი იყო, ახლა ძალიან დაბალი ქულით შეფასდა. ეს არის კოგნიტიური გაუარესება, მენტალური და აზროვნების ფუნქციების მნიშვნელოვანი გაუარესება“, – განაცხადა კონსილიუმის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე