რეზონანსი
(01.12.2022)

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 4 პროცენტამდე შემცირდა. შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ახლა უკვე დასაქმებულები არიან.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეკონომიკის გაზრდილი მაჩვენებელი კადრებზე მოთხოვნასაც ზრდის და ახლა ბიზნესი კვალიფიციურ თანამშრომლებს ეძებს. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც როგორც ექსპერტები აცხადებენ, მთავრობამ ბიზნესთან უფრო აქტიური თანამშრომლობით უნდა მოაგვაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე