რეზონანსი
(27.11.2022)

გამოენათნენ სოროსის „გენმოდიფიცირებული ლიბერალები"... რა თქვა ტყუილი ჯაღმაიძემ? ფიზიკურ ძალადობაზე უფრო დამანგრეველი ფსიქოლოგიური ტერორია, რომელსაც თქვენი ე.წ. კრიტიკული ტელევიზიები სთავაზობს საზოგადოებას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით პაიჭაძის, ელენე ხოშტარიას და ნოდარ მელაძის Facebook სტატუსებს.

„სკანდალი, ძალმომრეობა, სიყალბე, ძალადობის პროპაგანდა, ნარკომანიის რომანტიზება, პორნოგრაფიის დემონსტრირება... ესაა თქვენი „მედია-ნაგვის" დღის წესრიგი. ჟურნალისტი, ინტრიგანის სინონიმად აქციეთ და ყველაფრის კადრება სიტყვის თავისუფლებად მოახვიეთ თავს საზოგადოებას! დიახ, 100% სიმართლეა,რომ თქვენი „მედია-ნაგავი" ახალისებს ძალადობას და „ფეიკ-კამპანიებით" ცდილობთ ადამიანები გონებრივ ტერორში ამყოფოთ!" - წერს ქადაგიძე Facebook - ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე