რეზონანსი
(27.11.2022)

ჩინეთის ქალაქ შანხაიში, ათასობით ადამიანმა ქუჩებში კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: "სი ძინპინი, გადადექი!“ „გადადგეს კომუნისტური პარტია!" „განბლოკეთ სინძიანი, განბლოკეთ ჩინეთი", "არ გვსურს PCR ტესტები, გვსურს თავისუფლება“.

მომიტინგეებმა პატივი მიაგეს სინძიანის რეგიონალურ დედაქალაქ ურუმჩიში, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილ სულ მცირე 10 ადამიანს.

მედიის ცნობით, ხანძრის შემდეგ გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, ხელი შეუშალა თუ არა ჩინეთის მკაცრი „ლოქდაუნის“ პოლიტიკამ მოსახლეობის ევაკუაციას.

საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სინძიანის პროვინციაში ეტაპობრივად შეამსუბუქებენ ერთთვიან „კოვიდლოქდაუნს“.

ჩინეთის მრავალი ქალაქი უკვე თვეების განმავლობაში მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე