რეზონანსი
(16.11.2022)

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა და პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე აფეთქებების გამო სამძიმარი გამოხატა.

"ეს საშინელი ინციდენტია და საჭიროა გულდასმით გარკვევას, თუ როგორ მოხდა ეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ პშევოდუვთან 2 რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთი ადასტურებს, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა.

მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტია ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები.

ახლა მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ უნდა გაირკვას დეტალები, თუ რა მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ ნაკლებადსავარაუდოა, რაკეტები რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე