რეზონანსი
(02.11.2022)

„ეს [ბირთვული იარაღის გამოყენება] იქნება რუსეთის განცხადება ცივილიზებული ერების კლუბიდან მისი სრული გასვლის შესახებ. სრული კატასტროფა იქნება მისი [პუტინის] ქვეყნისთვის. ის დაკარგავს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში და, რაც მთავარია, ჩინელების მფარველობას", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებასა და გამძლეობას.

„აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები გაიმარჯვებენ და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე