რეზონანსი
(02.11.2022)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის თვეში რუსთავში 3 ობიექტი დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო სანქცია სასურსათო მაღაზიებს დაეკისრა. მირანგულას განმარტებით, ობიექტები მითითებების შეუსრულებლობისთვისა და რეგისტრაციის არ ქონის გამო 500 ლარით დაჯარიმდნენ.

საერთო ჯამში, რუსთავში ინსპექტირება 15 ობიექტში ჩატარდა, ქვემო ქართლის მასშტაბით კი 133-ში. რეგიონში ჯარიმა 17 ობიექტს დაეკისრა, აქედან 5-ს კრიტიკული შეუსაბამობისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე