რეზონანსი
(02.11.2022)

ზესტაფონში, სოფელ ზედა წიფლავაკეში 23 წლის ბიჭი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა.

გარდაცვლილი 23 წლის ნოდარ მუმლაძეა.

ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

წყარო: "tia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე