რეზონანსი
(02.11.2022)

ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს, სადაც დიმიტრი ავალიანი გასულ წლებში მუშაობდა.

დიმიტრი ავალიანი მანამდე იყო ტელეკომპანია იმედის საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი, გაზეთ 24 საათის პოლიტიკური მიმომხილველი. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში და რადიოში. იყო რუსული ნოვაია გაზეტას საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში. დიმიტრი ავალიანი ასევე მუშაობდა ფაქტჩეკერსა და ჯემნნიუსში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე