რეზონანსი
(02.11.2022)

რუსეთის მიერ კიევზე, ხარკივსა და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემები შეექმნა.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უწევს კიევის ქუჩებში გრძელ რიგებში მოსახლეობას დგომა. ასობით ადამიანს, ხშირად, ერთ საათზე მეტ ხანს უწევს ხელით ამოტუმბოს წყალი ჭიდან, პლასტმასის ბოთლებისა და ქილების შესავსებად.

მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სამ მილიონიან ქალაქში მომხმარებელთა 80% წყლის გარეშე დარჩა, ელექტროსადგურის დაზიანების გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე