რეზონანსი
(02.11.2022)

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა. მათ შორის, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ბელგიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და იაპონიამ. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის მონაცემებით, პროცენტულად ბელგია ჩინეთს უსწრებს, ხოლო სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მაჩვენებლით ლიდერები ინდოეთი (+310%) და თურქეთი (+198%) არიან.

ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა მოსკოვთან ვაჭრობა 79%-ით შეამცირა, გერმანიამ კი მხოლოდ 3%-ით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე