რეზონანსი
(13.10.2022)

თბილისში უკრაინის დამცველთა დღესთან დაკავშირებით 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია გადაიდო.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციის გადადების მიზეზი გახდა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია გახდა.

„დღეს თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, კიდევ ორი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში.

ეს დიდი ტრაგედიაა! ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს და ვიმედოვნებთ, რომ საავადმყოფოში მყოფი ბავშვები მალე გამოჯანმრთელდებიან.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ დროს უკრაინის დამცველთა დღის პატივსაცემად აქციის ჩატარება არ იქნება მიზანშეწონილი. ამიტომ, ჩვენ გადავდებთ ჩვენს ღონისძიებას და ჩავატარებთ კვირას, 16.10.2022, 18:00 საათზე",-აღნიშნულია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე