რეზონანსი
(13.10.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებულ პირობებში რუსეთთან დიპლომატიის წარმოება შეუძლებელია.

„დიპლომატია ყველაზე მძლავრი იარაღია, როდესაც იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება იყოს. არ შეიძლება იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. არ შეიძლება იყოს პატივისცემა იმ ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იპყრობს და პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია მნიშვნელოვანი ზეწოლაა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე