რეზონანსი
(13.10.2022)

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპულია 13 წლის მარიტა მეფარიშვილი.

როგორც ცნობილია, მარიტა ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო.

ინფორმაციისთვის, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

როგორც ცნობილია, 2 ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე