რეზონანსი
(12.10.2022)

თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა პიტბულის ჯიშის ძაღლების ქუჩაში ტოვებს და ამიტომ მათი თავშესაფარში მიყვანის შემთხვევები გახშირდა.

"გაივსო თავშესაფარი სახლიდან გამოგდებული პიტბულებით. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ დღეის იქით აღარ მივიღებ პიტბულს თავშესაფარში, კეთილი ინებეთ და ლეკვობიდან გაზრდილი ეს ჯიში დაიტოვეთ სახლში, ნუ ხართ ქვეშაფსია ლაჩრები.

თუ აგრესია აქვს პატრონის მიმართ, მაშინ წაიყვანეთ კლინიკაში და იცით რა უნდა გააკეთოთ, ქუჩაში რომ ტოვებთ აგრესიულ პიტს, ამით ხომ სხვის სიცოცხლეს აყენებთ საფრთხეში?

დღეს გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან მივიღე ეს ძალიან წყნარი და ჭკვიანი ხვადი პიტბული. პატრონმა ქუჩაში დატოვა, მიზეზი უცნობია", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე