რეზონანსი
(12.10.2022)

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ჟურნალისტ, შალვა რამიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:

"მიუხედავად ინტერვიუზე უარისა, POST TV დამადგა ოფისში. ასეთი რამ Real TV-საც კი არ უკადრია თავის დროზე. ქუჩაში მელოდებოდნენ ხოლმე. შალვა რამიშვილი, არ არის პრობლემა, პატივით მივიღეთ, ინტერვიუც მივეცი, პატარა შესავალი კურსი გამოვიდა არასამთავრობოების არსისა და ფუნქციის შესახებ და მომავალშიც მივიღებ, ყავასაც შევთავაზებ, მაგრამ სანამ ჟურნალისტს გამოუშვებ იქნებ მოუყვე ხოლმე სად და რატომ მიდის, თორემ დარწმუნებული ვარ სრული სიახლე იყო მისთვის სოზარის არასამთავრობოული წარსული. არც სოზარის თავისუფლების ინსტიტუტელობა იცოდა, არც სოზარის ამერიკული გრანტით დაფინანსებული პროექტები, არც სახალხო დამცველს რომ სწორედ გრანტებით ეხმარებიან", - წერს ხიდაშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე