რეზონანსი
(10.10.2022)

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ირმების ,,მყვირალობის" ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკშია გადაღებული.

„გიზიარებთ წლევანდელი მყვირალობის საოცარ კადრებს, რომლებიც ჩვენმა რეინჯერმა დააფიქსირა.

ცნობისთვის, ირმების „მყვირალობა" (გამრავლება) სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდეა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რომელიმე ბილიკზე სალაშქროდ წასულებს ირმების ყვირილი თუ შემოგესმათ არ შეგეშინდეთ, მამრებს შორის "შეჯიბრია" მდედრის მოსაპოვებლად", - წერია ფოტოების აღწერაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე