რეზონანსი
(10.10.2022)

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის გამო, ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს.

„დღევანდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინას აიძულებს შეწყვიტოს ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით", - აღნიშნულია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე