რეზონანსი
(10.10.2022)

Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი "ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის" სპონსორი გახდა. ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ განაცხადა.

ხარჩილავას ინფორმაციით, ნიკოს ოჯახის დაფინანსებით, ყოველ წელს ერთი წალენჯიხელი მოსწავლე და ან სტუდენტი გრანელის სახელობის ყოველთვიურ, 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის თქმით, "ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიის" ბენეფიციარს "ტერენტობის" ორგანიზატორები შეარჩევენ.

"გრანელის სტიპენდიას ყოველ წელს სხვადასხვა მოსწავლე ან სტუდენტი მიიღებს ნიკოს სახელით", - ამბობს იზა ომაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე