რეზონანსი
(10.10.2022)

უა­მინ­დო­ბამ სა­მეგ­რე­ლო­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.სტი­ქი­ამ ხე­ე­ბი ფეს­ვი­ა­ნად მოგ­ლი­ჯა, რის გა­მოც, ჩა­ი­ხერ­გა ზუგ­დი­დი-წა­ლენ­ჯი­ხის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გზა,სა­დაც მოძ­რა­ო­ბა ორი­ვე მხრი­დან აკ­რძა­ლუ­ლია.

გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა წა­ლენ­ჯი­ხის სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც. და­იტ­ბო­რა სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და და­ზი­ან­და გზე­ბი.

წა­ლენ­ჯი­ხა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე წერს წა­ლენ­ჯი­ხის მერი გია ხარ­ჩი­ლა­ვა:

"ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე (ალ­ბათ) ძლი­ე­რი სტი­ქია-წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, მე­წყე­რე­ბი... ყვე­ლა ზარს ვპა­სუ­ხობთ, რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ, შტაბი სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუშაობს.

მაქ­სი­მუმს ვას­წრებთ... სტი­ქი­ის ლიკ­ვი­და­ციაში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ძალი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად თქვენ გვერ­დით იქ­ნე­ბა", - წერს ხარ­ჩი­ლა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე" და ასე­ვე სტი­ქი­ის ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე