რეზონანსი
(10.10.2022)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ძებნაში გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უყენებს - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, რომელიც ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენელი პირის მიერ.

აღნიშნული მუხლი ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე