რეზონანსი
(10.10.2022)

ისინი სუბიექტურად არიან დაინტერესებული, რომ ეს, აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, შემუშავებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ იყოს მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას" განუცხადა.

„რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად არიან ოლიგარქები და განეკუთვნებიან ოლიგარქების წრეს. ეს არის იგივე კეზერაშვილი და სხვები. ყველას გვარს აღარ ჩამოვთვლი. მათ არ სურთ, რომ ეს ახალი კანონი შეეხოს მათ ოლიგარქებს. ჩვენ მხარეს არ არის ოლიგარქები, მათ მხარეს არის რამდენიმე ოლიგარქი. აქედან გამომდინარე, ისინი სუბიექტურად არიან დაინტერესებული, რომ ეს, აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, შემუშავებული კანონი არ იყოს მიღებული", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე