რეზონანსი
(10.10.2022)

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია რუსეთის მიერ უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა და ოკუპანტი ქვეყნის ქმედებები დაგმო.

როგორც გახარია "ტვიტერზე" წერს, „რუსეთი ტერორისტულ აქტებს სჩადის".

„მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ სარაკეტო თავდასხმას კიევზე და უკრაინის სხვადასხვა მშვიდობიან ქალაქებზე. ომსაც აქვს სისასტიკის საზღვრები! რუსეთი სჩადის ტერორისტულ აქტებს კლავს რა უდანაშაულო ადამიანებს! უკრაინა იმსახურებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ახლა!", - დაწერა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე