რეზონანსი
(10.10.2022)

ცნობილი გახდა უკრაინაში დარუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა. "ალფა სიხშირის" ინფორმაციით, გარდაცვლილი მებრძოლი წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელიაა.

როგორც ცნობილია, ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა, ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

ედიშერი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო.

"ალფა სიხშირე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე