რეზონანსი
(10.10.2022)

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამწუხარო ამბის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ფეისბუქზე წერს:

სამწუხაროდ, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - იმის გამო, რომ ოჯახის წევრებისთვის ჯერ ეს სამწუხარო ამბავი არ არის ცნობილი, მის ვინაობას არ ვასახელებთ და გთხოვთ, თუ ვინმემ იცით, კომენტარებშიც არ დაწეროთ.

დიდება გმირებს!" - წერს ლაშა ბერულავა.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დღეს, 10 ოქტომბერს გამთენიისას რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ჯარისკაცი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყების დღიდან, ფრონტის ხაზზე იბრძოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე