რეზონანსი
(16.09.2022)

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე დიაბეტის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ინსულინის ტაბლეტები რამდენიმე წელიწადში პაციენტებისთვი ხელმისაწვდომი იქნება.

"დიაბეტი! ინსულინის ტაბლეტი გზაშია!

მოკლედ ინსულინის “ტაბლეტი” ანუ ნემსის მაგივრად ტაბლეტი, არაერთი პოზიტიური კვლევა უკვე დაიდო.

რა თქმა უნდა, ეს შედეგები არის პირველადი, მაგრამ საკმაოდ დიდი პოზიტიური პირველადი შედეგები საჯაროდ უკვე არსებობს. თავის დროზე არასაჯარო ინფორმაცია ვთქვი ამის თაობაზე და დამესიეს.

ინსულინის ტაბლეტები, სავარაუდოდ, 1-2 წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის (თუ რამე პრობლემები არ იქნა გამოვლენილი).

ეს არის უდიდესი ამბავი.

ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე