რეზონანსი
(03.09.2022)

ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილიდან განახლდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც.

„კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია", - ნათქვმია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე