რეზონანსი
(03.09.2022)

ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გელა გოგიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გელა გოგიას ცხედარი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს.

ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვილი 13.00 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ გელა გოგიას სენაკში გადაასვენებენ. მას სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკთან დაიღუპა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, გოგია სარაკეტო იერიშისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე