რეზონანსი
(02.09.2022)

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რომლითაც თურქეთის გავლით ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება, შედეგად, ევროპა 32 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას - პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, რომლის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე ვგეგმავთ" ,- განაცხადა ალიევმა იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას.

აზერბაიჯანის ლიდერმა დასძინა, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის გამშვები შესაძლებლობა 10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის გაზრდაც ბაქოს ასევე სურს 20 მილიარდამდე.

ცნობისთვის, ამჟამად, აზერბაიჯანის გაზს ევროპაში ყიდულობენ იტალია, საბერძნეთი და ბულგარეთი. აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ხორციელდება თურქეთსა და საქართველოშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე