რეზონანსი
(02.09.2022)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ევროპისა და ევროკავშირის კატასტროფული დასუსტება გამოიწვია და რომ „ევროკავშირის ლიდერებმა ვერ დაიცვეს ევროპაში ხალხი იმისგან, რომ მათ არ გადაეხადათ ფასი ომისთვის, რომელზეც პასუხისმგებელნი არ არიან".

„არავის უნდა დაავიწყდეს, რომ უკრაინელები საფასურს იხდიან თავიანთი სიცოცხლით, რათა ევროპის სხვა ქვეყნებში ხალხმა არ დაინახოს ომის საშინელება. რუსული აგრესია ჰიბრიდულია. [...] უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მთელ დემოკრატიულ სამყაროსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

„სახელმძღვანელოებში ჩაიწერება სიკეთისა და ბოროტების მხარეზე მყოფთა სახელები", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე