რეზონანსი
(02.09.2022)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში თანასოფლელმა თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

კონფლიქტის სავარაუდო მიზეზი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რაც დაჭრით დასრულდა. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე