რეზონანსი
(02.09.2022)

გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს.

როგორც მელიტა წერს, შვილის მიმართ საზოგადოების სიყვარულის გამო განსაკუთრებული შეგრძნებები იპყრობს.

„გულმართალი, ალალმართალი, ვალმოხდილი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის და განსაკუთრებით ჩემ წინაშე... დედის, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და არასდროს, არსად, არაფრის ფასად არ შეურცხვენია. ალბათ, ამიტომაა, რომ ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, უამრავი უცხო ადამიანი მწერს მადლობის სათქმელად, მე სხვა რა მეთქმის... გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ, ლევანიკოს ნაცვლად კი ასე გეტყვით - გენაცვალეთ თქვენ. წერა დავამთავრე და ქუჩაში მიმავალი მანქანიდან ლევანიკოს ნამღერი „ჯანაია" მოვისმინე. რა ვიცი, გადმოცემა შეუძლებელია ამ ყველაფრის!!!" - წერს მელიტა ფურცელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე