რეზონანსი
(02.09.2022)

„ტვ პირველის“ ეთერში„ვანოს შოუს“ გადასვლას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება. ჟორჟოლიანი, „მთავარი არხის“ განვითარებაში ჯავახიშვილის გუნდის განსაკუთრებულ წვლილს უსვამს ხაზს:

„მაშინ კი ჯოჯოხეთი მეგონა თუთუნის საწყობში გაკეთებული სტუდია, სადაც ვანო და მე შეგვიშვეს, მაგრამ  ბეტონის კედლებში შექმნილმა გადაცემებმა შექმნეს ამ არხის ისტორია ჩვენს, სხვა  კოლეგებთან ერთად.

საწყობის კედელზე დაწერილი "ვანოს შოუ" უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის. ვერავინ და ვერაფერი. თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა იმიტომ რომ ეს არხი შექმნეს ადამიანებმა და არა ძვირადღირებულმა ტექნიკამ და  სტუდიებმა სადაც ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა, მაგრამ ეს სულაც არ გვიქმნიდა ბარიერებს. 

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა“, - დაწერა ნანუკა ჟორჯოლიანმა.

ცოტა ხნის წინ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლმა "მთა­ვა­რი არ­ხის" გან­ცხა­დე­ბას გამოეხ­მ­აურა და აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­არ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"გა­ვე­ცა­ნი ‘’მთა­ვა­რი არ­ხის’’ გან­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი გუნ­დის წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ჩემი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ­დი, რომ არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი შიდა ამ­ბე­ბის გა­რეთ გა­მომ­ზე­უ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ ახლა ვთვლით, რომ ეს არის ჩვე­ნი გუნ­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. სი­მარ­თლე ის არის, რომ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო არხზე ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი მარ­თლა და­ი­ხუ­რა ("ვა­ნოს შოუ", "ახა­ლი შა­ბა­თის შოუ" , "მთა­ვა­რი ბი­ჭე­ბი", ‘’მთა­ვა­რი გო­გო­ე­ბი’’) და არხზე დარ­ჩა ისე­თი გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლებ­საც სპონ­სო­რე­ბი ჰყავ­დათ. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უხელ­ფა­სოდ და ერთი წა­მი­თაც არ გაგ­ვი­ჩე­რე­ბია ეთე­რი. ჩემი გუნ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩაც­ვივ­დნენ მძი­მე ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დღემ­დე და­ვა­ლი­ა­ნე­ბად დარ­ჩა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არხზე დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იღე­ბენ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა "მთა­ვა­რი არ­ხის" შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, არ­ხმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა შემ­დე­გი: მხო­ლოდ დარ­ჩენს ‘’ვა­ნოს შოუ’’, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხუ­როს. ეს ნიშ­ნავ­და იმას, რომ გუნ­დის 70% სახ­ლში უნდა გაგ­ვეშ­ვა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში გვედგნენ და ბო­ლომ­დე მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ. ეს ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არც ერთი წა­მით არ იხევ­დნენ უკან, როცა არხს გა­სა­ჭი­რი ქონ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ­მა გუნ­დმა ერ­თი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა და ამი­ტომ დავ­თან­ხმდით ისეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და გუნ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ‘’მთა­ვა­რი არ­ხის’’ მხრი­დან ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბა და ჩვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, არის პირ­და­პირ გე­ტყვით სრუ­ლი უნა­მუ­სო­ბა და ბო­რო­ტე­ბა. მივ­მარ­თავ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორს: უკად­რე­ბელს ნუ კად­რუ­ლობ ‘’მე­გო­ბა­რო’’ ერ­თგუ­ლე­ბა­ზე კრი­ტი­კას ვერ მი­ვი­ღებთ, რად­გან ვთვლით, რომ ერ­თგუ­ლე­ბა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი და არა ცალ­მხრი­ვი", - დაწერა ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე