რეზონანსი
(22.08.2022)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ​მხარეებმა ავსტრიის პარლამენტის წევრების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტსა და ქვეყენაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

„სექტემბერში, ავსტრიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ვიზიტით გვეწვევიან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ზოგადად, მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონ ელჩს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე და ამ პროცესში განხილულ საკითხებზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე