რეზონანსი
(20.08.2022)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის ჯარებმა მოიგერია მტრის შეტევა რიგი დასახლებების მიმართულებით.

მათივე ცნობით, ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის ფორმირება უკრაინის სახელმწიფოს საზღვარზე არ დაფიქსირებულა ვოლინისა და პოლისკის მიმართულებით, თუმცა ისევ არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან, მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საშიშროება.

ასევე, გენშტაბის შეტყობინებაში ნათქვამია:

სივერის რეგიონში, მტერი აგრძელებს დასავლეთის სამხედრო ოლქის ცალკეული ნაწილების დაკავებას ბრიანსკის და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში, რათა შეზღუდოს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებები.

რუსმა ოკუპანტებმა ნაღმტყორცნებით დაბომბეს უკრაინის ჯარების ნაწილები ჩერნიგოისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში.

ხარკოვის მიმართულებით მტრის ძალისხმევა გადასულია დაკავებულ პოზიციებზე. დაბომბეს კარასივკას, ველიკი პროჰოდის, ჩერნიაკის, პიშჩანესა და პეჩენიგის დასახლებების ტერიტორიები.

სლავიანსკის მიმართულებით მტერი კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების განახლებაზე.  საარტილერიო და სარაკეტო იერიში მიიტანეს ასივკას, ჰუსარივკას, ჩეპილის, პროტოპოპივკასა და დოვგენკეს დასახლებების რაიონებში. საჰაერო დარტყმა განახორციელა ზალიმანთან.

დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევას და ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბახმუტის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე